logo
ENG



"საერთო ტუალეტი გვაქვს და იზოლაცია ქვია" - კამათი ერთ-ერთ კოვიდ-კლინიკაში

20 სექ 202014:34
3 წუთის საკითხავი
 

აჭარაში, ერთ-ერთ კლინიკაში, კოვიდინფიცირებულ ადამიანებსა და ექიმებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

უცნობია, კონკრეტულად რომელ კლინიკაში მოხდა ინციდენტი. ვიდეო ფეისბუქზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ნარგული ვაშანიძემ გაავრცელა.

ვიდეოში ინფიცირებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სივრციდან არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ უსიმპტომოები არიან. ისინი მედპერსონალს ახსნა-განმარტებას სთხოვენ.

ასევე, მათი თქმით, კლინიკაში 5 დღის წინ გადმოიყვანეს, თუმცა, მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც მათი კონტაქტები არიან, ტესტი არავის ჩაუტარებია და არც მათი იზოლირება მომხდარა.

"ყველა ერთად ვართ და საერთო აბანო და ტუალეტი გვაქვს. იზოლაციაში ხართ და კორონასგან გიცავთ ჩვენო. 30 კაცი ტუალეტში შედის და იზოლაცია ჰქვია". - ამბობს ერთ-ერთი ქალი ვიდეოდან.

20 სექტემბრის მდგომარეობით, კორონავირუსი საქართველოში სულ 3502 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1494 გამოჯანმრთელდა. აქტიურია 1780 შემთხვევა.

კარანტინის რეჟიმშია 4988 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836

NCDC-ის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 7813 PCR ტესტირება ჩატარდა. სულ ჩატარებულია 542 537 ტესტი.


close დახურვა